ოდინი

ოდინი – სკანდინავიური მითოლოგიის ღმერთი

…………………………………………………………………….

ოდინი ან ვოტანი – ყველა ღვთაების და ადამიანის შემქმნელი, ცალთვალა ომის მრძანებელი და ვალჰალას მმართველი.

თავის ძმებთან, ვილი და ვესთან ერთად ოდინმა მოკლული გოლიათის – იმირის სხეულისგან სამყაროები შექმნა. შემდგომ, ზღვის სანაპიროზე, ღმერთებმა ტალღებით გამორიყული ხეები იპოვეს და მათგან პირველი ადამიანები – ასკა და ემბლა გამოჭრეს. სწორედ ამიტომ ეძახიან ოდინს ყოველთა მამას.

სკანდინავიური მითოლოგიის ღმერთები ორ ნაწილად იყოფიან:

1. ასები – მეომარი ღმერთები, რომლებიც ასგარდში ცხოვრობენ და რომელტაც თავად ოდინი მეთაურობს.

2. ვანები – ვანაჰეიმში მცხოვრები ნაყოფიერების ღმერთები, რომელტაც ოდინი ყოველთა მამად არ აღიარეს.

იმისთვის, რომ ყოვლისმომცველი სიბრძნე მიეღო, ოდინმა ცალი თვალი მსხვერპლად გაიღო.

………………………………

ოდინის სიმბოლოები

………………………………

1. ყორნები ჰუგინი და მუნინი – ფრინველები ყოველდღე დაფრინავენ ცხრა სამყაროში, შემდეგ კი ყველაფერს ოდინს უყვებიან.

2. მგლები გერი და ფრეკი – ჩრდილოური ძლიერი მგლები, მბრძანებლის მუდმივი თანამგზავრები. ყველა და ყველაფერი ცოცხალის ერთგულების სიმბოლო უმაღლესი მმართველისადმი.

3. ცხენი სლეიპნირი – რვაფეხა ცხენი, რომლის მეშვეობითაც ვოტანი სამყაროებს შორის მოგზაურობდა, ლოკის და გოლიათი ცხენის სვადილფარის შვილი.

4. ლახვარი გუნგნირი – ჯადოსნური ლახვარი, რომელიც მიზანს არასოდეს სცდება, ხოლო სროლის შემდგომ ყოველთვის მფლობელს უბრუნდება.

5. მებრძოლი ბერსერკები – ნახევრად ლეგენდარული ოდინის მეომრები.

………………………..

ოდინის შვილები

………………………..

ბრძენ ოდინს არ ჰყავდა ქალიშვილი, მის „გვარს“ ცხრა ვაჟი აგრძელებდა:

1. თორი – სკანდინავიურ მითოლოგიაში ყველაზე ცნოობილი პერსონაჟი, ჭექაქუხილის ღმერთი, ადამიანების და ღმერთების დამცველი, ყველაზე ძლიერი და დაუმარცხებელი შვილი ოდინის, რომელიც შტორმის დროს მიწის ქალღმერთმა – იორდმა შობა.

2. ჰეიმდალი – ასგარდის მცველი, ცხრა დედის შვილი. ასგარდის ერთადერთი გზის, ცისარტყელას ხიდი – ბივრიოსტის ზედამხედველი.

3. ტიური – მეომრული სიმამაცის და გამარჯვების ცალხელა ღმერთი. ხელი დაკარგა მგელი ფენრირის დატყვევების დროს. ოდინის და გოლიათი ჰიუმირის დის შვილი.

4. ვიდარი – გოლიათი გრიდისგან შობილი შურისძიების და სიჩუმის ღმერთი. რაგნაროკის დროს ფენრირზე, მამის სიკვდილის გამო, შურს იძიებს და მოკლავს მას.

5. ვალი – შურისძიების ღმერთი, გოლიათი რინდის შვილი. თავის ძმასთან, ვიდართან ერთად გადარჩება რაგნაროკის დროს და მამის სიკვდილის შემდგომ მის ადგილს დაიკავებს.

6. ბრაგი – სკალდების და მჭერმეტყველების მფარველი. ახალგაზრდობის ოქროს ვაშლების მცველის – იდუნის ქმარი.

სიყვარულის მფარველი ქალღმერთის – ფრიგის შვილები:

7. ბალდრი – გაზაფხულის და სილამაზის განსახიერება, ასების საყვარელი ღმერთი. მისი მკვლელობის შემდეგ, რომელიც ლოკიმ მოაწყო, დაიწყება რაგნაროკი,

8. ჰიოდი – ზამთრის ბრმა მბრძალებელი, ბალდრის მკვლელი.

9. ჰერმოდი – სიმამცის ღმერთი, რომელიც მკვდართა სამეფოში გაემგზავრა მოკლული ბალდრის უკან, ცოცხალთა სამეფოში დასაბრუნებლად.

10. ლოკი – სკანდინავიურ მითოლოგიაში ლოკი არ იყო ოდინის შვილი, არამედ მისი ძმადნაფიცი. ძველად მათ სისხლით შეჰფიცეს ძმობა ერთმანეთს.

……………………………

ოდინი და ვალჰალა

……………………………

ომში დაცემული გმირების ზეციური სასახლის – ვალჰალის მთავარი დარბაზის შუაგულში, ოდინი თავის მაღალი ხის ტახტიდან მართავს სამყაროს. როდესაც ღირსეული მებრძოლი ომში კვდება, ოდინის მსახურ ვალკირიებს მისი სული ვალჰალაში მიჰყავთ.

ვალჰალაში მეომრები მის მასპინძელთან ერთად ზეიმობენ, მაგრამ როდესაც სამყაროს აღსასრულის – რაგნაროკის დღე დადგება, ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად ერთად დაიძვრებიან. სწორად ამ უკანასკნელ ომში მოკლავს მგელი ფენრირი ოდინს.

………………………

ოდინის სახეები

………………………

ლოკიც კი ვერ შეედრება ოდინს გარდაქმნის ხელოვნებაში. ვოტანს ხშირად მოიხსენიებენ სხვადასხვა სახელით და ასევე ხშირად იცვლის სახეს, რომ მისი ყოფნა შეუმჩნეველი დარჩეს.

1. მოხუცი შლაპაში – სკანდინავებს სჯეროდათ, რომ როდესაც ოდინი მიდგარდში ჩადიოდა, ოდინი თეთრწვერიანი მოხუცის სახეს იღებდა, რომელსაც განიერი შლაპა ეხურა და მუქი ლურჯი შფერილობის სამოსი ეცვა. მბრძანებელი გრძელი ხის ხელჯოხით და ორი ყორნით ეცხადებოდა მათ.

2. გონჯი ან კოჭლი – ხანდახან, როდესაც ხალხის სტუმართმოყვარეობის შემოწმება და არაკეთილგანწყობილი და უხეში მასპინძლების დასჯა უნდოდა, ის მათ ავადმყოფი და მახინჯი გონჯის სახით უკაკუნებდა კარზე და დახმარებას ითხოვდა.

3. გველი – იმისთვის, რომ კლდის ვიწრო გასასვლელში შემძვრალიყო და პოეზიის თაფლი მოეპარა, ოდინი გველის ფორმას იღებდა.

4. უზარმაზარი არწივი – არწივის ფორმით ოდინმა მოპოვებული თაფლი ასგარდში მოიტანა.

…………………………

ოდინის სახელები

…………………………

ოდინის ყველაზე ცნობილი სახელები „უფროსი ედადან“:

1. ალფიოდ, ატრიდ, ბალეიგ, ბიოლვერკ, ბივლინდი.

2. ბილეიგ, ვალფიოდ, ვიდურ, განგლერი, გიონდლირ.

3. გლაპსვიდ, გრიმ, გრიმნირ, კიალარ, ომი, ოსკი.

4. სად, სანნგეტალ, სვიდრირ, სვიდურ, სვიპალ.

5. სიგფიოდ, სიდსკეგგ, სიდჰიოტტ, ტეკკ, ტრიდი, ტრორ.

6. ტუდ, უდ, ფარმატიურ, ფიოლნირ, ფიოლსვიდ, ჰარ.

7. ჰარბარდ, ჰელბლინდი, ჰერტეირ, ჰერიან, ჰნიკარ.

8. ჰნიკუდ, ჰიალმბერი, იავნჰარ, იალკ.

……………………………………….

ოდინის ველური ნადირობა

……………………………………….

სკანდინავიურ ქვეყნებში არსებობს ძველი ლეგენდა ველური ნადირობის მხერდებზე. ამ ლეგენდას, ყველა ქვეყანაში თავისი მთავარი გმირები ყავთ, მაგრამ აზრი ყველგან ერთია. მათ შორის ყველაზე ცნობილი ვერსიაა:

ყოველ წელს, ერთი და იგივე დღეს, უმაღლესი ასი – ოდინი თავისი რვაფეხა ცხენით – სლეიპნირით ცაზე მიაჭენებს. მას თან ახლავს ფრთიან ცხენებზე ამხედრებული ვალკირიები. მიაღენებენ ღვთაებები ცაზე, შემოიფრენენ ყველა სოფელს, სასახლეს და ფერმას, და ვინც კი გზად შეხვდებათ, ყველას სული თან მიჰყავთ. ამ მოვლენას ხალხი ველურ დევნას ან ნადირობას ეძახდა.

მართალია ლეგენდა სკანდინავიის გაქრისტიანების მერე ჩამოყალიბდა, მაგრამ მისი ფესვები მაინც ძველი მითოლოგიიდან მოდის.

………………………

ოდინის რუნები

………………………

იმისთვის, რომ უძველესი რუნები მოეპოვებინა და მათი საიდუმლო აეხსნა, ოდინმა თავის თავს მსხვერპლი გაუღო. თავისივე ლახვარით ფერდში დაჭრილი უმაღლესი ასი ცხრა დღე ეკიდა იგდრასილის ხეზე, რის შემდეგაც ასგარდის მბრძანებელმა ეს ცოდნა ღმერთებს, ალვებს და ადამიანებს გაუზიარა.